ხვალ, 12:00 საათზე, კომპანია „თელასსა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
თელასის ცნობით, დოკუმენტს ხელს მოაწერენ სტუ-ს რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და სს „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი.
მათივე ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების დარგში; ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ კომპანიას შესაბამისი სპეციალისტებით; „თელასის“ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას; ახალი ტექნოლოგიების, სამეცნიერო კვლევებისა და პროექტების დანერგვას.
მემორანდუმი ძალაში შედის მხარეების მიერ ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს 2023 წლამდე.
კომენტარები