The Guardian-ი სირიის მთავრობის განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სირიაზე თავდასხმა ადგილობრივი დროით 03:45საათზე დაიწყო 110 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ამ რაკეტების უმეტესობა მოიგერია, თუმცა რამდენიმე მაინც მოხვდა მიზანს, მათ შორის ბარზეში, სადაც სამეცნიერო ლაბორატორია და სასწავლო ცენტრია განთავსებული.
განცხადების თანახმად, ჰომსის მახლობლად ჩამოვარდნილ რაკეტებს უკვე შედეგებიც მოჰყვა. ამ დროისთვის ცნობილია 3 დაშავებული სამოქალაქო პირის შესახებ.
კომენტარები