სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ასადი, რომლის რეჟიმსაც დასავლეთი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს, კოალიციური ძალების მიერ სირიაზე პირველი საჰაერო იერიშის მიტანის შემდეგ სამსახურში გამოჩნდა. ამის ამსახველი ვიდეომასალა Twitter-ზე ვრცელდება.
გუშინ უცხოურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა რეზიდენცია დატოვა და რუსულ ბუნკერს აფარებს თავს.
კოალიციურმა ძალებმა სირიაზე საჰაერო იერიში დღეს გამთენიისას მიიტანეს. აშშ-ში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება უპასუხოდ არ დარჩება.
გასულ კვირას დასავლეთმა სირია ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა. პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიაზე საჰაერო იერიშს მიიტანდა. განცხადება აღმოსავლეთ ღუტაში, 7 აპრილს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებას მოჰყვა.
თავისმხრივ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა სააგენტო AFP-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში 7 აპრილის მოვლენებში სირიის ხელისუფლების მიერ ტოქსიკური გაზის გამოყენების ალბათობას „100%-იანი ფაბრიკაცია“ უწოდა. მისი თქმით, სირიას ქიმიური იარაღი არ აქვს.