“თუ მოდელ ქალებს არ უნდათ, რომ საცვლებში ჩაუძვრნენ, მონაზვნები გახდნენ. იქ ყოველთვის მოიძებნება ადგილი თქვენთვის”, – ამის შესახებ Chanel-ის მოდის სახლის დირექტორმა, დიზაინერმა კარლ ლაგერფილდმა განაცხადა.
“ახლა საჭიროა ვკითხოთ მოდელებს, თუ გრძნობენ თავს კომფორტულად პოზირების დროს. ეს ყველაფერი ზედმეტია და მეტიც, სისულელეა. თუ მოდელის პროფესიას ირჩევ, უნდა იცოდე, რომ ამ ბიზნესში შეიძლება ასეთი ამბებიც შეგემთხვას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე ჰარვი ვაინშტაინის მხარეს ვარ და ვიცავ მას”, – დასძინა დიზაინერმა.
2017 წელს ჰოლივუდში სექს-სკანდალი აგორდა, რომლის მთავარი გმირი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი იყო. სკანდალური საქმის შესახებ მასალები თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ – The New York Times-მა და The New Yorker-მა.
პროდიუსერი ჯერ საკუთარი კომპანიიდან გააძევეს, შემდეგ ის ცოლმა მიატოვა, გასულ კვირას კი ამერიკულმა და ბრიტანულმა პოლიციამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამასთან, ის ბრიტანეთის და ამერიკის კინოაკადემიებიდან გარიცხეს.
იმედი ნიუსი