პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ, ამ ქვეყნის ყოფილ პრემიერმინისტს, ნავაზ შარიფს, კონსტიტუციის 62-ე მუხლის თანახმად, სამუდამოდ აუკრძალა პოლიტიკური საქმიანობა. ამის თაობაზე სასამართლოს წარმომადგენელმა განაცხადა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
ექსპერტები თვლიან, რომ გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ წლის ბოლოსთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე. 68 წლის შარიფი, რომელსაც სამჯერ ეკავა პრემიერის პოსტი, პოლიტიკურ თანამდებობას ჩამოაშორეს მისი ოჯახის მიმართ კორუფციული ბრალდებების გამო.
2017 წლის ივლისის ბოლოს პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ნავაზ შარიფის ოჯახის წევრები კორუფციულ გარიგებაში დამნაშავედ ცნო, რის შემდეგაც შარიფი გადადგა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ პრემიერმინისტრის შვილები ოფშორულ კომპანიებს ფლობდენ. გამოძიება „პანამის დოსიეს“ გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო, როდესაც 11 მილიონზე მეტი დოკუმენტით დაადასტურა, რომ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენების კავშირი ოფშორულ კომპანიებთან ჰქონდათ. ამის შემდეგ პაკისტანის სასამართლომ თანამდებობიდან ფინანსთა მინისტრი და გენერალური მდივანიც გადააყენა.