ცნობილი შვედი დიჯეი ტიმ ბერლინგი გარდაიცვალა. 28 წლის მუსიკოსი, რომელსაც ელექტრონული მუსიკის სამყაროში “ევიჩის” ფსევდონიმით იცნობენ, მასკატაში დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს.
მუსიკალური კარიერა „ევიჩიმ“ 2010 წელს დაიწყო და მალევე მსოფლიო აღიარება მოიპოვა. 2013 წელს კი გავლენიანმა ფორბსმა ტიმ ბერლინგი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად დიჯეიდ დაასახელა.
სად და როდის დაკრძალავენ ცნობილ მუსიკოსს, ამ დროისთვის უცნობია.
კომენტარები