დღეს სომხეთის პრემიერმინისტრ სერჟ სარგსიანი პარტიის „სამოქალაქო შეთანხმება“ ლიდერ და აქციის ორგანიზატორ ნიკოლ ფაშინიანი შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას News.am ავრცელებს.
სტატიის მიხედვით, შეხვედრა ერევანში, სასტუმრო „მარიოტში“, 10:00 საათზე შედგება.
„ჩემი გუშინდელი განცხადებისა და პრეზიდენტ არმენ სარგსიანთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, სერჟ სარგსიანისგან მივიღე დასტური, რომ ჩემთან შესახვედრად მზად არის. ასე რომ, ხვალ, 10:00 საათზე, სასტუმრო „მარიოტში“ იქნება მოლაპარაკებები სერჟ სარგსიანთან მისი გადადგომისა და ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარების შესახებ. ამიტომ მინდა გაცნობოთ, რომ დაგეგმილი შეხვედრის გამო, ხვალინდელი აქცია 11:00 საათის ნაცვლად, 12:00-12:30 საათზე გაიმართება“, – ამბობს ფაშინიანი ვიდეომიმართვაში.
კომენტარები