თურქეთში 45 წლის საქართველოს მოქალაქე – ლუხუმი ჯანჯარია მოკლეს. ამის შესახებ “ნიუპოსტს” გარდაცვლილის მამაკაცის ოჯახის წევრებმა განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, მამაკაცი დასახიჩრებულია. ოჯახის მონაყოლის მიხედვით, ჯანჯარია იზმირში, ერთ-ერთი ქართველის მიწვევით ჩავიდა და მას მთებში მუშაობა უნდა დაეწყო.
გარდაცვლილის ოჯახის თქმით, მამაკაცს პირობები და ანაზღაურება არ მოეწონა, რასაც დაპირისპირება მოჰყა, რომელის მკვლელობით დასრულდა.
მოკლულის გადმოსვენებას, ლუხუმი ჯანჯარიას შვილი უკვე ცდილობს, რომელიც სტამბოლში ჩავიდა.
ოჯახი საგარეო სამეთა სამინისტროს დახმარების თხოვნით მიმართავს.
კომენტარები