„ბავშვს უთქვამს, დანა მომაწოდა, დედას დაარტყიო და დანა დამარტყმევინაო“ – ამის შესახებ ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თამარ გამრეკელაშვილის მამა ზვიად გამრეკელაშვილი აცხადებს.
როგორც ზვიად გამრეკელაშვილი ამბობს, მან აღნიშნულის შესახებ ახლახან შეიტყო.
„გავიგე, რომ ბავშვს უთქვამს, დანა მომაწოდა, დედას დაარტყიო და დანა დამარტყმევინაო. ამის ირგვლივ მსჯელობას ბავშვებთან გაურბის ჩვენი ოჯახი და ჯერჯერობით ბევრი რამ დასადგენია. ეს დამნაშავე რა კუთხით შეეცდება გადარჩენას, თავის დაცვას, საინტერესო არაა“, – აღნიშნა ზვიად გამრეკელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.
გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.
აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
მოკლული თაკო გამრეკელაშვილის მამა: ბავშვს უთქვამს, დანა დამარტყმევინაო
2018/05/01 14:35:38

ნანახია: 978 ჯერ