ქუთაისში “გვირილობას”(“გვირილობას”) აღნიშნავენ. ქუთაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება მიმდინარეობს. მათ შორის გამოფენა – გაყიდვა, კონცერტები, სპორტული აქტივობები.
ქუთაისელებს “გვირილობა” პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცეს.
ქუთაისში, გვირილობის, როგორც საქველმოქმედო დღესასწაულის აღნიშვნა, 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს, გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა სასარგებლოდ იხარჯებოდა
„გვირილობა“ ევროპული დღესასწაულია და ის იმ პერიოდში ბევრ ქვეყანაში აღინიშნებოდა.
კომენტარები