რომის პაპი ფრანცისკე პირველი აცხადებს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანში მისი ვიზიტი ხაზს გაუსვამს რეგინის უძველეს ქრისტიანულ ფესვებს და ხელს შეუწყობს მშბიდობასა და იმედს.
ამის შესახებ პონტიფიკოსმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ქადაგების დროს განაცხადა.
“სამ თვეში მე გავემგზავრები საქართველოსა და აზერბაჯანში. მე გადავწყვიტე კავკასიის რეგიონის ამ ქვეყნებში ჩასვლა მათი უძველესი ქრისტიანული ფესვების დასაფასებლად და იმედისა და მშვიდობის ხელშესაწყობად”, – განაცხადა ფრანცისკე პირველმა.
ფრანცისკე პირველის თქმით, მისი მეორე ვიზიტი კავკასიაში ხელს შეუწყობს რეგიონის ძველი ქრისტიანული ფესვების აღიარებას. პონტიფიკოსის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის დიალოგის სულისკვეთებით არიან მიმართული სხვა რელიგიებისა და კულტურებისადმი.
“ისტორია გვასწავლის, რომ მშვიდობის გზა მოითხოვს დიდ გამძლეობასა და თანმდიმდევრულ ნაბიჯებს. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ყველა მათგანი თავის წვლილს შეიტანს მშვიდობასა და შერიგებაში”, – განაცხადა რომის პაპმა.
რომის პაპი ფრანცისკე პირველი საქართველოში 30 სექტემბერს ჩამოვა.