უკრაინული მედია-ს ინფორმაციით, კიევში კირილოვსკის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. ვრცელდება ცნობა ერთი დაღუპულის შესახებ. წინასწარი მონაცემებით, აფეთქდა ხელყუმბარა. პოლიციის მიერ გამოკითხული პირები აცხადებენ, რომ დაღუპულია უსახლკარო, რომელიც იჯარით გაცემული შეობის კარებთან იჯდა.
უკრაინის დედაქალაქში ხელყუმბარა აფეთქდა 28 აპრილსაც, რა დროსაც სამხედრო ჟურნალისტი ვიტალი კუკსა გარდაიცვალა. ასაფეთქებლის პულტი მის ცხედართან იპოვეს.
მანამდე კი, 15 აპრილს აფეთქება ენერგეტიკულ კომპანიასთან მოხდა. მაშინ არავინ დაზარალებულა, მხოლოდ შენობის ფასადი დაზიანდა.
კომენტარები