ჯორჯ ბუში უფროსი ჰიუსტონის საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
93 წლის აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა საავადმყოფოში 13 დღე გაატარა. მან სისხლის ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა ჩაიტარა. მედიკოსები განმარტავენ, რომ შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს.
უფროსი ჯორჯ ბუში საავადმყოფოში მისი მეუღლის, ბარბარა ბუშის დაკრძალვიდან მეორე დღეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კომენტარები