პანკისის ხეობაში, ხადორის ტერიტორიაზე 30 წლის მამაკაცი ხრამში გუშინ გადავარდა, დღეს კი მისი ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„ახმეტის რაიონში, პანკისის ხეობის ბოლო სოფლის – ხადორის მიმდებარედ, მანქანებისათვის მიუვალ ადგილზე,
ურთულეს რელიეფზე დაახლოებით 2 კილომეტრის სიღრმის ციცაბო ხევის დაბოლოებაზე, 100 მეტრიდან ხრამში გაურკვეველ ვითარებაში გადავარდა 26 წლის მამაკაცი.
ცხედრის ამოსაყვანად იმუშავეს გურჯაანის სამაშველო განყოფილების, თელავისა და ახმეტის სახანძრო–სამაშველო განყოფილების თანამშრომლებმა, სულ 20 კაცმა“. – ნათქვამია განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ გუშინ თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ხეობაში სანადიროდ, მეგობრებთან ერთად, იმყოფებოდა, მთიან ზედაპირზე ფეხი დაუცურდა და ხევში გადავარდა.