ახმეტის რაიონში, სოფელ ხადორის მიმდებარედ დაღუპული 26 წლის კაცი პანკრატიონში მსოფლიო ჩემპიონი გიგა ტყემალაძეა, – ამის შესახებ ინფორმაციას 1tv სპორტსმენის მეგობრებზე დაყრდობით ავრცელებს.
როგორც მეგობრები ამბობენ, ტყემალაძე აშშ-ში ცხოვრობდა და საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა.
არსებული ინფორმაციით, ის მეგობრებთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც კლდიდან ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა.
მისი ცხედარი ხრამიდან მაშველებმა ამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობდა გურჯაანის, თელავისა და ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 20 მაშველი.
კომენტარები