BBC-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ჰოსპიტალიზებულია. მას ტვინში სისხლჩაქცევა ჰქონდა, რის გამოც გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.
ფერგიუსონი 27 წლის განმავლობაში (1986-2013 წლებში) საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი იყო. ამ პოზიციაზე მუშაობისას მან მრავალი ტიტული მოიპოვა და მრავალი რეკორდი მოხსნა. ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად აქცია.
კომენტარები