ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ფინეთში თავის მოქალაქეებს შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინური მედიაავრცელებს.
როგორც ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით წერს, სასურველია ამერიკელები საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნისას ფრთხილად იყვნენ.
ანალოგიური განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომ შვედეთშიც. თუმცა, დიპლომატიური მისია არ აკონკრეტებს, თუ რა ტიპის საფრთხეზეა ლაპარაკი.
პოლიციის ინფორმაციით, ფინეთში ტერორისტული საფრთხე არ გაზრდილა და ის ოთხბალიანი შკალის მიხედვით კვლავ მეორე დონისაა.
კომენტარები