რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ tribuneindia წერს.
გუშინ რუსეთის ქალაქებში ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მიერ ორგანიზებული აქცია ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის წინააღმდეგ გაიმართა. აქცია ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო. ამიტომ პოლიციამ ალექსეი ნავალნიც დააკავა.
2000 წლის შემდეგ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს, ანუ იმ დღეს იმართება, როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილება იწურება. გამონაკლისი ამ შემთხვევაში მხოლოდ 2012 წელი იყო, როდესაც პუტინის ინაუგურაცია 6 მაისს გაიმართა. ამ დროს საპროტესტო აქციები არ წყდებოდა. დემონსტანტები არჩევნებში დარღვევებს აპროტესტებდნენ.
ვლადიმერ პუტინი რუსეთის პირველი პირი 2000-2008 წლებში იყო. 2012 წელს გაპრეზიდენტებმამდე მას 4 წლის განმავლობაში პრემიერმინისტრის პოსტი ეკავა. 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართა. ვლადიმერ პუტინმა ხმების 76,6% მიიღო.