თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ს გადაწყვეტილება ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ გააკრიტიკა, – იუწყება თურქული სააგენტო „ანადოლუ“.
„დამაცხებული მხარე იქნება აშშ, რომელიც უარს ამბობს დაიცვას შეთანხმება“, – აღნიშნა ერდოღანმა.
მან ასევე აღნიშნა არასერიოზული დამოკიდებულების დაუშვებლობა საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ.
„არ შეიძლება სურვილისამებრ შეთანხმებიდან გასვლა ან პირობების შეცვლა“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
კომენტარები