„თეთრი ხმაურის“ მოძრაობა სოციალურ ქსელში გვიან ღამით კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
მოძრაობის განცხადებით, სპეცოპრაციის შედეგად დაკავებულია 60-მდე ადამიანი.
„საქართველოს ხელისუფლება წუხელ სპეცდანიშნულების რაზმებით შეიჭრა და დაარბია თბილისში მოქმედი ღამის კლუბები, სასტიკად სცემა და გაუსწორდა იქ მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს, ხელკეტებით დაარბია და დააკავა კლუბების მფლობელები და მოქალაქეები, რომლებიც კლუბებისა და იქ მყოფი ადამიანების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. დაკავებულია 60-მდე პირი, მათი ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია”-, წერია განცხადებაში.
თეთრი ხმაურის მოძრაობა 15 საათზე პარლამენტთან აქციას აანონსებს.
კომენტარები