ტეხასის შტატში, ქალაქ პონდერში სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციამ სროლის შესახებ შეტყობინება მიიღო, ადგილზე მისვლის შემდეგ კი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 5 ცხედარი აღმოაჩინა.
შენობაში ასევე ერთი დაშავებული იმყოფებოდა. ის უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დრომდე უცნობია მომხდარის დეტალები. ერთ-ერთი ვერსიით დაღუპულებს შორისაა თავად თავდამსხმელიც.
კომენტარები