შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ვერ აკონკრეტებს, როდის გაიხსნება 12 მაისს პოლიციელების საგამოძიებო მოქმედებების გამო დახურული ღამის კლუბები. როგორც ჟურნალისტებს მეზვრიშვილმა განუცხადა, გამოძიება გრძელდება და საგამოძიებო მოქმედებები კლუბებსაც უკავშირდება. შესაბამისად, მაქსიმალურად მოკლე დროში, როგორც კი საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
„გამომძიებლის მხრიდან ზეწოლის ფაქტს არ ვადასტურებ. გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს, მათ შორის იმაზეც, რომ თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ამ მიმართულებითაც მტკიცებულებების მოპოვება ხდება“, – აცხადებს მეზვრიშვილი.
კომენტარები