საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოში ნარკოტიკების გავრცელების ძირითადი წყარო ფონიჭალაა.
“საქართველოში არსებობს ნარკოტიკების გავრცელების რამდენიმე სერიოზული წყარო და არხი, პირველი არის ფონიჭალა. ბოლო სამი თვის განმავლობაში იქიდან 10-მდე კილო ჰერიონია ამოღებული. მეორე სერიოზული გამოწვევა არის ინტერნეტსაშუალებებით გავრცელება და მესამე არის კლუბური ნარკომანია, რომლის ძირითადი ტრანზიტი ხდება ევროპის ქვეყნებიდან” – აღნიშნა გახარიამ.
კომენტარები