უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსი Javelin-ი გამოსცადა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, Javelin-ის წყალობით უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„ეს ძალიან ეფექტიანი თავდაცვითი იარაღია, რომელსაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინულ ჯარზე თავდასხმის შემთხვევაში გამოვიყენებთ“, – აცხადებს პოროშენკო.
კომენტარები