თურქეთში, პოლიციამ, საქართველოს მოქალაქეების დანაშაულებრივი ჯგუფი სახლების გაქურდვისთვის დააკავა. სამივე დაკავებულს ბრალად სულ მცირე 6 საცხოვრებელი სახლის გაქურდვა ედებათ.
გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებმა 90 ათასი თურქული ლირას ღირებულების ოქროს ნაკეთობები და სხვა ძვირფასი ნივთები მოიპარეს, რაც სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. სამივე დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
კომენტარები