Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს.
საიუბილეო ბანერი საქართველოს დროშას და მთიან პეიზაჟს ასახავს. საქართველოდან Google-ზე შესულ მომხმარებელს 26 მაისის დღეზე ინფორმაციის „დაგუგლვა“ ავტომატურად შეუძლია.
ასეთი ფორმით Google სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღეს და სხვა მნიშვნელოვან თარიღებს ულოცავს.
26 მაისს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას 7 პრეზიდენტი და 20-მდე ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია მიიღებს.
კომენტარები