”გიორგი გაბუნიას რეპლიკის შემდეგ თქვენმა განცხადებამ გამაკვირვა…”, – “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ამ რეპლიკას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა.
“მე გაზრდილი ვარ მორწმუნე ქრისტიანული ტრადიციებით, ვიცი დასაცინიც არ უნდა იყოს ეს. მე ვარ მორწმუნე ქრისტიანი! ეს არის ჩვენი ერის ტრადიცია. არც შემთხვევთი იყო ხუთჯვრიანი დროშა, არც ბაგრატის აღდგენა და არც სხვა! შეგიძლიათ დამცინოთ! ყველა ადამიანს აქვს თავისი გრძნობები, გამოხატვის თავისუფლება. კატეგორიულად მიუღებელია წყელვა-კრულვა. მაგრამ, მინდა მივმართო ფსევდო ლიბერალებს – მე არ მინახავს დასავლური ტელევიზია, საიდანაც მაგალითად ღვთისმშობელზე შეუძლიათ აგდებული საუბარი. ეს არსად არ არის მიღებული. ეს ცოტა პროვინციალიზმია! დავფიქრდეთ. თუ ჰოლანდიაში და ამერიკაში არ არის, არც საქართველოშია ამის ადგილი”, – განაცხადა სააკაშვილმა.