თურქი სამართალდამცველები წამებისა და მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. სტამბოლში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებს, მათ მიერ სამუშაოზე აყვანილი ორი ქართველი დაესხა თავს. ინფორმაციას “იმედი” თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებმა თურქ ცოლ-ქმარს ხელ-ფეხი შეუკრეს და თავზე პოლიეთილენის პარკები ჩამოაცვეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს მაღაზიის მეპატრონე გარდაცვლილი დახვდათ, მისი მეუღლე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი თავდამსხმელი დაკავებულია, მეორეს კი პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
კომენტარები