გერმანელმა სამართალდამცველებმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს.
ჩრდილოეთ რაინ-ვესტ-ფალიისა და ბავარიის რამდენიმე ქალაქში დაკავებულ ერაყის ოთხ მოქალაქეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში, მკვლელობაში, იარაღის უკანონო ტარებასა და ტერაქტების ორგანიზებაში ადანაშაულებენ.
დაკავებულთაგან ერთ-ერთს, ერაყში 12 ტერაქტის განხორციელებაში ედება ბრალი.
აფეთქებებს მაშინ ამერიკელი სამხედროები, ერაყელი ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები ემსხვერპლა.
კომენტარები