ავსტრიის ხელისუფლება ქვეყნიდან ორმოც იმამს გააძევებს და შვიდ მეჩეთს დახურავს, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ მეჩეთები, რომლებიც დაიხურება, თურქეთის მიერ ფინანსდება.
„ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ აქვს პარალელურ საზოგადოებას, პოლიტიკურ ისლამსა და რადიკალურ ტენდენციებს“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.
სებასტიან კურცის განცხადებით, დაიხურება ვენაში თურქული მეჩეთი, რომელიც თურქული ნაციონალისტური იდეების გამავრცელებელია, ასევე მთავრობის ზომები მიმართულია ჯგუფ „არაბული რელიგიური საზოგადოების“ წინააღმდეგ, რომელიც 6 მეჩეთს ხელმძღვანელობს.
კომენტარები