BBC-ის ინფორმაციით, ტრანსატლანტიკური ავიარეისი, ბორტზე ბომბის საშიშროების გამო, ირლანდიაში შენონის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ თვითმფრინავის საპირფარეშოს კედელზე წარწერა აღმოაჩინეს, რომელიც ბომბის შესახებ იუწყებოდა.
ავიაკომპანია United Airlines-ის Boeing 767-300 რეისს რომიდან ჩიკაგოს მიმართულებით ასრულებდა. ბორტზე 214 მგზავრი და ეკიპაჟის 11 წევრი იყო.
ევაკუირებული მგზავრები ადგილობრივ სასტუმროებში გადანაწილდნენ, ავიაკომპანიამ კი რეისის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
იმედინიუსი
კომენტარები