ვენესუელას დედაქალაქ კარაკასის ღამის კლუბში ცრემლსადენი გაზის ყუმბარა აფეთქდა. შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის 8 თვრამეტ წლამდე ახალგაზრდაა. აფეთქება ადგილობრივი დროით ღამის 03:00 საათზე მოხდა. კლუბში 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
ინციდენტს წინ უძღოდა კლუბის სტუმრებს შორის მომხდარი კონფლიქტი, რა დროსაც ჩხუბის ერთ-ერთმა მონაწილემ ცრემლსადენი გაზის ყუმბარა ააფეთქა. ამის შემდეგ შენობაში ჭყლეტვა დაიწყო. 11 ადამიანი კი შენობაში გაზით გაიგუდა. პოლიციის ინფორმაციით, კონფლიქტის მონაწილე 7 ადამიანი უკვე დაკავებულია.
კომენტარები