ანჯელინა ჯოლი გაეროს კეთილი ნების ელჩის რანგში ერაყის ქალაქ მოსულში ჩავიდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ჰოლივუდის ცნობილი მსახიობმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რომ მოსულის მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ არ დაივიწყონ, რომლებიც ამ დროისთვის თავიანთი ქალაქის აღდგენას ცდილობენ.
ანჯელინა ჯოლი მოსულშიადგილობრივებს შეხვდა, შემდეგ კი ძველი ქალაქის დაბომბილი ქუჩები დათვალიერა.
მსახიობი გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან 2001 წლიდან თანამშრომლობს, ხოლო ერაყში ეს მისი მე-5 ვიზიტი გახდა.
“ისლამურმა სახელმწიფომ” მოსულზე კონტროლი 3 წლის წინ დაამყარა. ერაყის არმიამ კი მისი დაბრუნება გასული წლის ივლისში შეძლო. მოსულისთვის ბრძოლაში 40 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
კომენტარები