კვიპროსზე საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. – 4 ქალი სამართალდამცველებმა ქალაქ პაფოსში მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი ბინადრობისა და მუშაობის ნებართვის მიღების მიზნით საემიგრაციო სამსახურში მივიდნენ, ადგილზე კი საბერძნეთისა და ლიტვის ყალბი პასპორტები წარადგინეს. .
დაკავებულების ასაკი 27-დან 38 წლამდეა. სასამართლომ მათ ყალბი საბუთების გამოყენების, უკანონოდ დასაქმების მცდელობისა და კვიპროსის ტეროტირიაზე უკანონოდ ყოფნის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულებმა აღიარეს, რომ ყალბი პასპორტები საქართველოში შეიძინეს.
კომენტარები