ქორწინება გულსისხლძარღვთა დაავადებების თავიდან ასაცილებლად, ერთ-ერთი საშუალებაა. ახალი კვლევის შესახებ Science Daily წერს.
ცნობილია, რომ გულის დაავადებათა განვითარების რისკფაქტორი ასაკი, მაღალი წნევა, თამბაქოს მოხმარება და დიაბეტია, თუმცა, დანარჩენი 20%-ის შემთხვევაში, ზუსტი მიზეზი უცნობია.
ახალი კვლევა გასულ წლებში ჩატარებულ 34 სხვადასხვა კვლევას ეფუძნება და ერთგვარი ანალიზია იმისა, თუ რა კავშირია ოჯახურ მდგომარეობასა და დაავადებათა განვითარებას შორის.
ჯამში, გააანალიზეს 2 მილიონამდე ადამიანის მონაცემები სკანდინავიის ქვეყნებიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და აზიიდან. მკვლევარებმა 42-დან 77 წლამდე მონაწილეთა მონაცემები შეისწავლეს.
გაირკვა, რომ ადამიანებიდან, რომლებიც არ არიან ქორწინებაში (ან არიან განქორწინებულები ან ქვრივები) 42%-ს გულის სხვადასხვა დაავადებების განვითარების მაღალი რისკი აქვს, ან უკვე არიან დაავადებულნი. დაქორწინებული ადამიანების შემთხვევაში კი ამ მაჩვენებელმა 16% შეადგინა.
იმედინიუსი