გაზეთი Hindustan Times-ის ინფორმაციით, ინდოეთის პოლიციამ ქვეყნის დედაქალაქის ჩრდილოეთ რაიონში ერთი ოჯახის 11 წევრი გარდაცვლილი იპოვა.
სახლი, რომელშიც გარდაცვლილები აღმოაჩინეს ადგილობრივ ბიზნესმენს ეკუთვნის. პირველად გვამები მეზობელმა შენიშნა, რომელმაც მომხდარის თაობაზე პოლიციას შეატყობინა. გარდაცვლილებს შორის 4 კაცი, 3 ქალი და 4 გოგოა.
კომენტარები