ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის საქართველოში ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული და დასრულდა ხელშესახები, ძალიან კონკრეტული შედეგებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„შედეგები, რომელიც ამ ვიზიტს მოჰყვა არის შემდეგი: მემორანდუმი სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ, რაც ახალ ჩარჩოს ქმნის ამ მიმართულებით თნამაშრომლობაზე, ეს არის მემორანდუმი ასევე განათლების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც აორმაგებს ქართველი სტუდენტების რაოდენობას, რომლებსაც საშუალება ექნებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღონ განათლება; ასევე ეს არის უმნიშვნელოვანესი პროგრამა USAID -ის დაფინასებით, რომელიც მიმართულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცირე და მიკრობიზნესის განვითარებზე, რის შედეგად დამატებით 2000 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება და 11 ათას ოჯახს შეეხება ეს პროგრამა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.