გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მხარი დაუჭირა გეგმას, რომ ქვეყანაში საპენსიო ასაკი 70 წლამდე გაიზარდოს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მერცის გადაწყვეტილება ექსპერტთა კომისიის რეკომენდაციებს ეფუძნება. გეგმის თანახმად, გერმანიაში საპენსიო ასაკი 2090 წლამდე ეტაპობრივად გაიზრდება.
მერცის თქმით, ეს ცვლილებები საპენსიო სისტემის რღვევის პრევენციას და თაობათა შორის სოციალური კონტრაქტის გაძლიერებას ემსახურება.
რეფორმის ფარგლებში, გაუქმდება პენსიაზე ნაადრევად გასვლის შესაძლებლობაც.
კომენტარები
