ტელეკომპანია ,,იმედმა” დემნა ჯაფარიძეს და გიორგი ხაბურზანიას კონტრაქტი შეუწყვიტა. ინფორმაია, ამის შესახებ, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
“პირველი რადიოს” ინფორმაციით, არხის ხელმძღვანელობა მათ მიერ მომზადებული პროექტის დაბალი რეიტინგის გამო იყო უკმაყოფილო. ხაბურზანია და ჯაფარიძე არხზე “იქს ფაქტორს” და “ნიჭიერს” აკეთებდნენ.
“პირველი რადიოს” ინფორმაციის გადასამოწმებლად გიორგი ხაბურზანიას დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
რუსთავი 2-ის პროექტების მენეჯერები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია ტელეკომპანია “იმედში” 2017 წლის ივლისში გადავიდნენ.
კომენტარები