კანადაში, შენონის ჩანჩქერებზე სტუმრობისას Youtube-ის სამი ვლოგერი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათ Youtube-ზე საკუთარი არხი, High On Life ჰქონდათ და სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობისას გადაღებულ ვიდეოებს აქვეყნებდნენ.
პოლიციის ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდა ჩანჩქერის თავზე არსებულ დინებაში ბანაობდა, რა დროსაც ისინი დინებამ წაიღო და 30 მეტრის სიმაღლიდან გადაცვივდნენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჯერ ერთი ახალგაზრდა გადავარდა ჩანჩქერიდან, სხვები კი, მისი გადარჩენის მცდელობისას დაიღუპნენ.
კომენტარები