დიდი ბრიტანეთის სამხრეთით, ქალაქ Watchet-ის სანაპიროებთან 30-მდე პარალიზებული თოლია იპოვეს. ამის შესახებ Metro წერს.
„ისინი საშინელი შესახედავები იყვნენ და ალკოჰოლის სუნით ყარდნენ“ – ამბობენ თვითმხილველები. მას შემდეგ რაც შესაბამისი სამსახურები გამოიძახეს, გაირკვა, რომ ფრინველები ნამდვილად მთვრალები იყვნენ. სავარაუდოდ, ის სანაპიროსთან დატოვებული ალკოჰოლის ნარჩენებით დათვრნენ. გარდა ამისა, სანაპიროსთან ახლოს ლუდსახარშიცაა და შესაძლოა, ამ შენობასთან ახლოს მიაგნეს ალკოჰოლურ ნივთიერებას.
მსგავსი შემთხვევა სანაპიროზე აქამდეც მოხდა. ალკოჰოლმა რამდენიმე თოლიას სიკვდილიც კი გამოიწვია.
კომენტარები