დოპინგ-ტესტებმა, რომელიც FIFA-მ 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილეს აუღო, უარყოფითი შედეგები აჩვენა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ფედერაცია ავრცელებს.
FIFA-მ მონაწილეები მუნდიალის დაწყებამდე და ასევე მისი მიმდინარეობის დროს შეამოწმა. ეს კი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა.
FIFA-მ დაახლოებით 1500 ფეხბურთელი შეამოწმა, მათ შორის ისინიც, რომლებიც შესაძლოა ტურნირის მონაწილეები განხდარიყვნენ.
კომენტარები