ჰელსინკი და ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის პირველი სრულფორმატიანი შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიდი მოლოდინი არ აქვს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ სამიტს კონკრეტულ საკითხებზე კარგი შედეგი მოჰყვეს.
პირისპირ მოლაპარაკების შემდეგ, დაგეგმილია პრეზიდენტთა სამუშაო სადილი დელეგაციებთან ერთად. მოგვიანებით კი ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას ჩაატარებენ.
კომენტარები