სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ტაქსის 11 მძღოლი თავდამსხმელმა მაშინ მოკლა, როდესაც ისინი კოლეგის დაკრძალვიდან ბრუნდებოდნენ. უბედური შემთხვევა იოჰანესბურგში მოხდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მძღოლები კომპანია „გაუტენგ ტაქსის“ თანამშრომლები იყვნენ. გამოცემის ინფორმაციით, თავდამსხმელმა ტაქსის მძღოლების მიმართულებით სროლა მიკროავტობუსის ტიპის მანქანიდან მოულოდნელად, ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე დაიწყო.
როგორც Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, თავდამსხმელი ჩასაფრებული იყო. უბედური შემთხვევის დროს 4 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში აგრძელებენ მკურნალობას.
მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
კომენტარები