გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ვიზიტი საქართველოში, ორმხრივი ურთიერთობები და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძისა და გერმანიის ელჩ ჰაიკე ფაიჩისშეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს კანცლერ მერკელის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.
გერმანიის საელჩოში ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.
მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების პროცესში.
ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერკელი საქართველოს ეწვევა. ვიზიტი აგვისტოს მეორე ნახევრისთვის არის დაგეგმილი.