კოსტა რიკას სანაპირო დაცვის სამსახურმა ნავი დააკავა, რომლის ბორტზეც 2 ტონა კოკაინი ინახებოდა. სპეცოპერაცია ადგილობრივმა სამართლდამცველებმა შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარეს.
ნარკოტიკებით დატვირთული ნავი ნაპირიდან 150 კილომეტრში აღმოაჩინეს. სამართალდამცველებმა 2 ნარკომოვაჭრეც დააკავეს, ორივე კოლუმბიის მოქალაქეა.
კომენტარები