ხორვატიის ხელისუფლებამ ქალაქ დუბროვნიკში ტურისტების რაოდენობაზე ლიმიტი დააწესა. Daily Sabah-ის ცნობით, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია, საკრუიზო ლაინერებით ჩასული ტურისტების გამო საფრთხე დაემუქრა.
იანვრიდან ივნისამდე პერიოდში დუბროვნიკს 280 000 დამთვალიერებელი ეწვია. ამის გამო, ქალაქის მერიამ სპეციალური პროგრამა აამოქმედა, რომელიც დუბროვნიკის დათვალიერების საშუალება ერთდროულად 4 000-ზე მეტ ტურისტს აღარ ექნება.
კომენტარები