ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ქალაქ მარბელიაში ორი ქართველი და ერთი სომეხი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დააკავა.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია სომხეთის მოქალაქე ა.ს. და საქართველოს მოქალაქეები ლ.ბ. და ი.ფ.
სამივე მამაკაცი მარბელიას ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. სავარაუდოდ, რესტორანში გამართულ შეხვედრაზე ისინი ერთ-ერთი კონკურენტი დაჯგუფების წევრის მკვლელობას გეგმავდნენ.
სამივე მამაკაცის დაკავება ივნისში ჩატარებული ხმაურიანი სპეცოპერაციის გაგრძელებაა, როდესაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის ბრალდებით 129 ადამიანი დააკავეს.
კომენტარები