აშშ-ში, კალიფორნიაში, სადაც ბოლო რამდენიმე კვირაა, ტყის ხანძრებს ებრძვიან, 9 ათასამდე საცხოვრებელ სახლს ხანძრის შედეგად განადგურება ემუქრება. ამის შესახებ ABC News-ი წერს.
ბოლო ინფორმაციით, არსებობს ცეცხლის ორი უდიდესი კერა ჩრდილოეთ სან ფრანცისკოდან 161 კილომეტრის მოშორებით. ე.წ. „ტყუპმა ხანძარმა“ უკვე გადაწვა 1 108 კვადრატული კილომეტრი.
ხანძრებს შორის დისტანცია 22 კილომეტრამდეა.
მედიის ინფორმაციით, ეს ორი ხანძარი გაცილებით დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული, ვიდრე კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთში მდებარე რედინგის რეგიონში არსებული ხანძარი. რედინგში ხანძარმა 6 ადამიანი იმსხვერპლა და ცეცხლმა 500-მდე ნაგებობა გაანადგურა.
კომენტარები