ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, აშშ-ს შეუერთდნენ და ირანთან მიმართებაში სასანქციო რეჟიმი აღადგინონ.
„ვულოცავ აშშ-ს პრეზიდენტს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას – ირანისთვის სანქციების აღდგენას. მოვუწოდებ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც ირანის შეჩერებაზე საუბრობენ, ასევე შეუერთდნენ ამ ნაბიჯს.
დადგა დრო, შევწყვიტოთ ლაპარაკი და მოქმედება დავიწყოთ. ეს ის არის, რაც აშშ-მ გააკეთა და ევროპამაც იგივე უნდა გააკეთოს. ირანთან მიმართებაში აშშ-ს მხრიდან სანქციების აღდგენა მნიშვნელოვანი მომენტია ისრაელისთვის, აშშ-სთვის, რეგიონისა და სრულიად მსოფლიოსთვის“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
კომენტარები